ბელა ჰადიდის სილამაზის ხერხები

ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ბელა კონკურენციას ვერ უწევდა თავის დას ჯიჯი ჰადიდს. ახლა, 20 წლის ვარსკვლავის სახელი ახალი სიტყვაა მოდის ინდუსტრიაში და თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო სუპერმოდელს წარმოადგენს. მისი გულშემატკივრები ბელას ბუნებრივ სილამაზეს, უზადო გემოვნებას და გულწრფელობას აღმერთებენ. მუდამ ცდილობენ გაიმეორონ მისი იმიჯი, მაგრამ მოდელის მთავარი ღირსება სწორედ ბუნებრიობაშია. წარმოგიდგენთ ხერხებს, რომელიც ბელას მოდურად დარჩენაში ეხმარება.

კანის მოვლა

დღის განმავლობაში თერმულ წყალს იყენებს, დაბანისას ზეთოვან პროდუქტებს ანიჭებს უპირატესობას, პროცესს კი დამატენიანებელი კრემით ასრულებს. სამუშაო დღის ბოლოს აუცილებლად მიმართავს მცენარეულ ნიღაბს.


 

ტანის მოვლა

ბელა ვარჯიშებით თავს არ იტვირთავს. ხანდახან დარბის და კვირაში სამი დღე იოგას მიმართავს, ამიტომაც ყველასთვის გასაკვირია სად მიდის ამდენი სწრაფი კვების პროდუქტი, რომელზეც გიჟდება. ბელას ერთ-ერთი ეფექტური ხერხი ტალახის მასაჟია, რაც მის სხეულს მუდამ ტონუსში ამყოფებს.

მაკიაჟი

ჰადიდის სავიზიტო ბარათი ბრწყინვალე კანია. მის მაკიაჟზე "დიორის" ცნობილი ვიზაჟისტი ზრუნავს, ის მისთვის დრეიპინგს (dreyping) იყენებს: სინათლისა და ჩრდილების დახმარებით წარმოაჩენს სახის საუკეთესო იერს და ნაკლს ფარავს. ბელა მაკიაჟში ჰაილაითერის მეშვეობით ყოველთვის გამოკვეთს ლოყებს, იყენებს ტუჩის ბალზამს და წარბების გელს.

ტანისამოსი

ადრე ბელა მაღალწელიან ან დიდი ზომის შარვლებს იცმევდა, რომლებიც მის იდეალურ სხეულს მალავდა. ახლა ბელა აქცენტს ქალურობასა და ელეგანტურობაზე აკეთებს. მისი წითელ ხალიჩაზე გამოსვლები ნამდვილი სენსაციაა. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი მოკლე ტოპებს, წვრილ შარვლებს, მოკლე ქვედაბოლოებსა და ღია ბოდეებს იცმევს.